ტურიზმისა და ბიზნესის აკადემია
სოციალური სამსახურის მუშაკი
.
სოციალური მუშაობა
პროგრამის სახელწოდება: სოციალური სამსახურის მუშაკი
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 2–ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს დღეში 3 საათს;
სწავლის საფასური: 800 ლარი;
სწავლების ფორმა: დისტანციური
პროგრამისმიზანი: პროგრამის მიზანია მისცეს პროგრამით მოსარგებლეს ცოდნა, რომ შეძლოს ეფექტურად იმუშაოს ინდივიდებთან, ჯგუფებთან და თემებთან, ასევე დაეხმაროს მათ პერსონალური და სოციალური პრობლემების გადაჭრაში.
სასწავლო თემატიკა:
– სოციალური მუშაობის შესავალი;
– ინდივიდებსა და ოჯახებთან მუშაობა;
– ადამიანის ქცევა სოციალურ გარემოში;
– ჯგუფებთან მუშაობა;
– დამოკიდებულება და ფსიქიკური ჯანმრთელობა;
– თემებსა და ორგანიზაციებთან მუშაობა;
– სოციალური კეთილდღეობის პოლიტიკა;
– სოციალური მუშაობის სამართლებრივი ასპექტები.
სერტიფიკატი – პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ
– პირადობის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 511 244 688