ტურიზმისა და ბიზნესის აკადემია
ბაგა-ბაღის ლოგოპედი
.
ბაგა-ბაღის ლოგოპედი
პროგრამის სახელწოდება: სკოლამდელი ასაკის ლოგოპედი
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1 თვეს, შეხვედრები კვირაში 2–ჯერ. სულ მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს 16 საათს;
სწავლის საფასური: 550 ლარი;
სწავლების ფორმა: დისტანციური
პროგრამის მიზანი: პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. პროგრამის მიზანია მისცეს პირს მეტყველების თერაპიის განხრით შესაბამისის ცოდნა. პროგრამის ფარგლებში განხილული იქნება მეტყველების დარღვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ინტერვენციის გეგმის შედგენა და განხორციელება, კონსულტირება, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობა.
სასწავლო თემატიკა:
– კომუნიკაციის განვითარება და დარღვევები;
– კვების დარღვევები;
– ორალურ-მოტორული უნარებისა და მეტყველების განვითარება და დარღვევები.
– მეტყველების მოქნილობის დარღვევები;
– ბავშვის განვითარება და კომუნიკაციურ-ენობრივი განვითარება.
სერტიფიკატი – პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ
– პირადობის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 511 244 688

