ტურიზმისა და ბიზნესის აკადემია
ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი
.
ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი
პროგრამის სახელწოდება: ტურიზმის და სასტუმროს მენეჯმენტი
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3–ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა – დღეში 2 საათს;
სწავლის საფასური: 800 ლარი;
სწავლების ფორმა: დისტანციური
პროგრამისმიზანი: პროგრამის მიზანია პროგრამით მოსარგებლეს გააცნოს ტურიზმის ინდუსტრია და შეასწავლოს სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციები და მოვალეობები, სასტუმროს ტიპები, სასტუმროს სფეროსთვის დამახასიათებელი პროცესები: სტუმართმასპინძლობის ძირითადი პრინციპები, მარკეტინგის, გაყიდვების, რეკლამირების ძირითადი პრინციპები; სასტუმროს ნომრების რეზერვაცია, სტუმრის მიღება – განთავსება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სტუმრებისა და ხელმძღვანელობისათვის. სტუმრების ჯგუფური და ინდივიდუალური მომსახურება, ზოგადი მენეჯმენტის და სამეწარმეო სამართლის საფუძვლები; სასტუმროში მოქმედი სამსახურების ფუნქციებს და მოვალეობებს. კვებისა და სასმელების დეპარტამენტის ცალკეული ნაწილების მოვალეობებს, მათ კოორდინირებას ერთმანეთთან და ასევე სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტებთან.
სასწავლო თემატიკა:
– საქართველოს ტურისტულ-რეკრეაციული რესურსები,
– ტურიზმის მენეჯმენტი,
– სასტუმროს მომსახურებები,
– გაყიდვები და მარკეტინგი სასტუმროს საქმეში,
– სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურების უზრუნველყოფა,
– სასტუმროს ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა,
– ადამიანური რესურსების მართვა სასტუმროში,
– სასტუმროს კვებისა და სასმელების მომსახურების უზრუნველყოფა.
სერტიფიკატი – პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ
– ონლაინ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა
– პირადობის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 511 244 688