ტურიზმისა და ბიზნესის აკადემია
ბუღალტრული აღრიცხვა
.
ბუღალტრული აღრიცხვა
(პრაქტიკული ბუღალტერია)
პროგრამის სახელწოდება: პრაქტიკული ბუღალტერია
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს, შეხვედრები კვირაში 3–ჯერ, მეცადინეობის ხანგრძლივობა – დღეში 2 საათს;
სწავლის საფასური: 800 ლარი;
სწავლების ფორმა: დისტანციური;
პროგრამისმიზანი: პროგრამის მიზანია მსმენელს მისცეს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესების და ზოგადი საფუძვლების ცოდნა, შეასწავლოს სამეურნეო მოვლენების საბუღალტრო ანგარიშებში ასახვა, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების და საცდელი ბალანსის შედგენა, გაეცნოს პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებს; საგადასახადო სისტემის ზოგად პრინციპებს და პროცესებს.
.
სასწავლო თემატიკა:
– საგადასახადო საქმის საფუძვლები,
– საბუღალტრო აღრიცხვა,
– საგადასახადო დეკლარირება
– სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის სტატუსის მქონე საწარმოებში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება
– კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამა
სერტიფიკატი – პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პროგრამის დასრულების დამადასტურებელი ორენოვანი სერტიფიკატი (ინგლისურ და ქართულ ენებზე).
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ
– ონლაინ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა
– პირადობის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 511 244 688